უკრაინა აფრიკულ ქვეყნებს ხორბალს უსასყიდლოდ გაუგზავნის

უკრაინის მინისტრთა კაბინეტი ღარიბ აფრიკულ ქვეყნებში 50 000 ტონა მარცვლეულს უსასყიდლოდ გაგზავნის. ამის შესახებ მთავრობის შესაბამის განკარგულებაშია ნათქვამი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ხორბალი გაიგზავნება ეთიოპიასა და სომალიში.

უკრაინის სურსათისა და მარცვლეულის სახელმწიფო კორპორაცია მარცვლეულს თავისი რეზერვებიდან გამოყოფს, რის შემდეგაც სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი კომპანიას აუნაზღაურებს 420 მილიონ გრივნას.

დოკუმენტის შესაბამისად, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა კოორდინირება გაუწიოს ლოგისტიკურ საკითხებს გაეროსთან ერთად, ასევე, ოდესის პორტიდან ამ ქვეყნების პორტებში მარცვლეულის ტრანსპორტირების გადახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები