ალეკო ელისაშვილი ბოდიშს იხდის
თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ზუგდიდის გამგებელს ბოდიშს უხდის. “დღისით დავწერე სტატუსი ზუგდიდის გამგებლის ედიშერ თოლორაიას ჯიპზე და 22 წლის მრჩეველზე. მისი სიტყვა მოვიყვანე და ვთქვი “პლადო”. არავითარ შემთხვევაში არ მსურდა მის ასე ვთქვათ ფიზიკურ ნაკლზე და რ-ს ვერ წარმოთქმაზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ ფაქტია ეს ასე გამოვიდა. ამიტომ ამის გამო საჯაროდ, ღიად ვუხდი მას ბოდიშს. არასოდეს არავის ფიზიკურ ნაკლზე არ გამიმახვილებია ყურადღება, პირიქით მეც აგერ ამხელა ცხვირის პატრონი ვარ :))) თუმცა მიმაჩნდა და მიმაჩნია რომ ჩინოვნიკებმა და მათ შორის ბატონმა თოლორაიამ უნდა გააცნობიეროს რომ თანამდებობა პასუხისმგებლობაა და არა ფუფუნების მოწყობის საშუალება. პრადოს ჯიპის ყიდვა სწორედ ფუფუნებაა და არავინ და მათ შორის არც მან თავის ამის უფლება არ უნდა მისცეს. აი ამის თქმა მსურდა”, – წერს ფეისბუქზე ელისაშვილი.