„მე ვარ ვენახი“ – ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პერფორმანსის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
19 – 21 სექტემბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის სანდრო ახმეტელის თეატრის ინიციატივით, ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პერფორმანსის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში გამოვლინდება პრემია „მე ვარ ვენახი“- ს გამარჯვებული.
საერთაშორისო ჟიურის მიერ გამოვლენილი პრემიის – გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია – 5000 ლარის ოდენობით. ფესტივალზე პერფორმანსებს წარმოადგენენ და მასტერკლასებს ჩაატარებენ საერთაშორისო პერფორმერები: საქართველოდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, შვედეთიდან, გერმანიიდან, ესტონეთიდან. ფესტივალის ქართულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პერფორმერები შეირჩნენ განაცხადის საფუძველზე.
ფესტივალი ჩატარდება თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში. ფესტივალის საზეიმო დახურვა და პრემიის „მე ვარ ვენახი“ გადაცემის ცერემონია კი გაიმართება „სივრცე 12“-ში.
19 სექტემბერი – ფესტივალის გახსნა; საერთაშორისო პერფორმერების წარმოდგენები, 18 საათი;
20 სექტემბერი, 11:00 – 13 :00 საათი, საერთაშორისო პერფორმერების მასტერკლასი; 15:00 საათი / ქართველი პერფორმერების წარმოდგენები.
21 სექტემბერი, 11:00 საათი – 13:00 საათი, საერთაშორისო პერფორმერების მასტერკლასი.
ფესტივალის საზეიმო დახურვა და პრემიის „მე ვარ ვენახი“ გადაცემა. 19 საათი (ალტერნატიული სივრცე №12 ).