არჩილ თალაკვაძე: მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიცია არ ჩაერთო ზაფხულში სამუშაო პროცესში, ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას

 

ევროპაში არავის არ დააინტერესებს, ნიკა მელია რომელ სამუშაო ჯგუფში იყო ჩართული ან „სტრატეგია აღმაშენებელმა“ რომელი კანონის შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა. მთავარი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ და ამას კარგად ვაცნობიერებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება”  აგრძელებს თანმიმდევრულ მუშაობას იმ ადამიანებთან და პარტიებთან ერთად, ვისაც ქვეყნის ევროინტეგრაცია სურს.

“პასუხისმგებლობას ინაწილებს ხელისუფლება და ოპოზიცია ზუსტად იმ პროპორციით, როგორც ხალხმა აგვირჩია. ერთია, რომ რადიკალური ოპოზიცია საერთოდ გასულია პასუხისმგებლობის ზონიდან. შექმნილი აქვთ ცალკე პროცესი, სხვაგან არიან და საქართველოსაც სხვაგან ექაჩებიან. ასევე სიმართლეა ისიც, რომ ევროპაში არავის არ დააინტერესებს, ნიკა მელია რომელ სამუშაო ჯგუფში იყო ჩართული ან „სტრატეგია აღმაშენებელმა“ რომელი კანონის შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა. მთავარი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ და ამას კარგად ვაცნობიერებთ. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიცია არ ჩაერთო ზაფხულში სამუშაო პროცესში, ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, ვმუშაობთ მათთან, ვისაც სურს მუშაობა, და გვჯერა, რომ მოქალაქეები და ევროპელი პარტნიორები ამას სათანადოდ შეაფასებენ. მინდა გითხრათ, რომ ევროპაში არსებობს იმის რწმენა და პოზიტიური მოლოდინი, რომ მიუხედავად ოპოზიციის ასეთი უპასუხისმგებლო ქცევისა, ამ სამუშაოს ჩვენ შევასრულებთ. ვინ არის ეს რადიკალური ოპოზიცია? პარლამენტში ყველაზე მეტი სკამი ოპოზიციურ პარტიებს შორის დღეს ეკუთვნით ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ყველაფერი, რაც მათი გაკეთებული არაა, არის ცუდი. ამიტომ რჩებიან პოლიტიკურ „ოფსაიდში“, მაგრამ ევროპაში არის მშვიდი, ოპტიმისტური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები