გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ გვინდა პარტნიორული და არა პატრონყმური ურთიერთობები

როდესაც ვხედავთ, რომ ელჩი და მისი წარმომადგენელი მოსამართლეს იბარებს და ანგარიშს სთხოვს, გეუბნება რომელი კანონი მიიღო და რომელი – არა, საგარეო პოლიტიკური კურსი როგორი უნდა გქონდეს და როგორ არ გქონდეს, ამას არაფერი საერთო არა აქვს პარტნიორულ ურთიერთობებთან, – ასე ეხმაურება მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებას.

მისი თქმით,  ჩვენ გვინდა პარტნიორული და არა – პატრონყმური ურთიერთობები.

“პარტნიორული ურთიერთობა როდესაც გაქვს სახელმწიფოსთან, შენ გინდა ამ სახელმწიფოში მშვიდობა და არ ემიჯნები ისეთი ტიპის განცხადებებს, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებს მეორე ფრონტის გახსნისკენ ან ხელისუფლების უკანონოდ შეცვლისკენ, ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევაში, როგორც მინიმუმ კითხვები ჩნდება პარტნიორულ ურთიერთობებში.

ჩვენ გვინდა პარტნიორული და არა პატრონყმური ურთიერთობები – როდესაც ვხედავთ, რომ ელჩი და მისი წარმომადგენელი მოსამართლეს იბარებს და ანგარიშს სთხოვს, გეუბნება რომელი კანონი მიიღო და რომელი – არა, საგარეო პოლიტიკური კურსი როგორი უნდა გქონდეს და როგორ არ გქონდეს, ამას არაფერი საერთო არა აქვს პარტნიორულ ურთიერთობებთან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები