ხუნდაძე – დეგნანის განცხადებაზე: თუკი პარტნიორული ურთიერთობა იქნება იმ რეჟიმში, რომ უფროსი ძმა ყოველთვის მართალია, მახსენდება ის მძიმე საბჭოური წარსული, სადაც დაბრუნებას ნამდვილად არ ვუსურვებდი ჩემს ქვეყანას

თუ განსხვავებული აზრი არის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გამოხატული ის ამას დემოკრატიის ნაწილად განიხილავს და თუ ეს განსხვავებული აზრი ჟღერდება ჩვენი მხრიდან და ისმება კითხვები, ის მას თავდასხმად აღიქვამს და შეთქმულების თეორიად განიხილავს,- ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„როგორც ჩანს კელი დეგნანი არა მხოლოდ ჩვენი, ოთხეულის კითხვებს არ სცემს პასუხს. ის თავს არიდებს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებსაც, რომელიც საზოგადოებას ძალიან აინტერესებს. მას აქვს მისეული შეფასება განსხვავებულ აზრთან დაკავშირებით. თუ განსხვავებული აზრი არის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გამოხატული ის ამას დემოკრატიის ნაწილად განიხილავს და თუ ეს განსხვავებული აზრი ჟღერდება ჩვენი მხრიდან და ისმება კითხვები, ის მას თავდასხმად აღიქვამს და შეთქმულების თეორიად განიხილავს. თუკი პარტნიორული ურთიერთობა იქნება იმ რეჟიმში, რომ უფროსი ძმა ყოველთვის მართალია, მახსენდება ის მძიმე საბჭოური წარსული, სადაც დაბრუნებას ნამდვილად არ ვუსურვებდი ჩემს ქვეყანას“,- განაცხადა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები