მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილება განიხილეს.
ცვლილებებით, ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ აუდიტის დროს დაფიქსირებული რეკომენდაციები კანონმდებლობაში აისახება.

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს” დირექტორის მოადგილის, ივანე აბაშიძის განმარტებით, კანონპროექტის მიღების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც განათლებას მიიღებენ საქართველოს საზღვაო სასწავლებლებში, აღარ შეეძლებათ კომპეტენციის სერტიფიკატის საქართველოში მიღება. აგრეთვე, გასწორდება კანონში არსებული ხარვეზები.
„მეზღვაურთა გასაუბრების პროცესი საჭიროებს დახვეწას, შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საგამოცდო პროცესში ჩაერთოს მოქმედი, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მეზღვაურები – ექსპერტები”, – განაცხადა მომხსენებელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები