ნინო წილოსანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე – ნინო წილოსანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრს, მაია ზარიძეს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება იმ რეფორმებზე გამახვილდა, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გენდერული მიმართულებით ახორციელებს. ისაუბრეს პრაქტიკულ ნაბიჯებზეც, რომლებსაც კომისია აღნიშნული მიმართულებით მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის დგამს.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და ცესკო-ში გენდერის მიმართულებით პასუხისმგებელ პირთან. ჩემთვის ცნობილი იყო გენდერის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები და ნაბიჯები, რომლებსაც საარჩევნო კომისია დგამს ყველა კომპონენტში გენდერული საკითხების გათვალისწინებასთან დაკავშირებით. თუმცა, დღეს ამ საკითხთან მიმართებით უფრო დეტალურად ვისაუბრეთ და გარკვეული საკითხები შევაჯერეთ.
იმედი გვაქვს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის გენდერის კუთხით ბევრად უკეთესი ვითარება იქნება. ეს თარიღი ერთი შეხედვით შეიძლება, საკმაოდ შორსაა, მაგრამ, მეორე მხრივ, საკმაო დრო რჩება ბევრი საკითხის მოსამზადებლად, მათ შორის, ქალი კანდიდატების მიმართ დისკრიმინაციული და სექსისტური განცხადებების, თუ მიდგომების აღმოსაფხვრელად, მონიტორინგისა და პრევენციისთვის. შევთანხმდით მჭიდრო თანამშრომლობაზე და ვფიქრობ, რომ უახლოესი პერიოდი, როდესაც ამის ხელშესახები შედეგი გვექნება, იქნება სწორედ 2024 წლის არჩევნები”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები