ნინო ბურჯანაძე: ოპოზიციამ ვერაფერი ვერ გააკეთა – საშინლად გამოიყურება

ოპოზიცია გამოიყურება საშინლად. ახლა მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს რეალური ოპოზიცია და ის ძალები, რომლებიც ან თამაშობენ, ან ადგილის დამკვიდრებით არიან დაკავებული, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში დღეს კატასტროფული ვითარებაა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან.

„კატასტროფული ვითარებაა დღეს ქვეყანაში. კატასტროფა და ტრაგედიაა ის, რაც დღეს ქვეყანას სჭირს – ხელისუფლების მხრიდანაც და ოპოზიციის მხრიდანაც. ძალიან შეშფოთებული ვუყურებ ამ ვითარებას, მართლა ისეთი ტურბულენტურია მსოფლიო, ისეთი გამოწვევების წინაშე დგას ყველა სახელმწიფო ცალ-ცალკე და ერთად, ახლა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას, რომელი ქვეყანა როგორ იმოქმედებს, რომელი ქვეყანა რა საფრთხეების აცილებას შეძლებს და რა პერსპექტივას გაიჩენს.

არავის უნდა დამატებითი ნგრევა. ფაქტია, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში უნდა დამთავრდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ამ შემთხვევაში, როდესაც ახალი მსოფლიო წესრიგის თემები დადგება საქართველო რას შვრება? საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია რას ფიქრობს? ოპოზიცია უნდა იყოს მართლა ოპოზიცია. რა გააკეთა ოპოზიციამ? – ოპოზიციამ ვერაფერი ვერ გააკეთა. ოპოზიცია გამოიყურება საშინლად. ახლა მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს რეალური ოპოზიცია და ის ძალები, რომლებიც ან თამაშობენ, ან ადგილის დამკვიდრებით არიან დაკავებული“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები