აშშ-ის საელჩო: ვაფასებთ სამართალდამცავების მხარდაჭერას დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში დღეს გამნაღმველები მუშაობდნენ, საელჩო ეხმაურება.
საქართველოში აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ აფასებენ სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას.
„აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით“, – განუცხადეს ჟურნალისტებს აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა.