ნურ-სულტანი ისევ ასტანა გახდება

ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მხარი დაუჭირა მაჟილის დეპუტატების წინადადებას, რომ ქვეყნის დედაქალაქს ძველი სახელწოდება – ასტანა დაუბრუნდეს.

ამის შესახებ ტოკაევის პრესმდივანმა განაცხადა.

„სახელმწიფოს მეთაურის თანხმობით, მაჟილისის დეპუტატების წინადადება საკონსტიტუციო კანონპროექტში შევიდა. ამავდროულად, პრეზიდენტი ისტორიულ ფაქტად მიიჩნევს ნ.ა.ნაზარბაევის გადამწყვეტ როლს ყაზახეთის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და ჩამოყალიბებაში”, – თქვა მან.

2019 წელს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას ნურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად ნურ-სულთანი დაერქვა.

სახელის გადარქმევა მოქმედი პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის წინადადებით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები