სალომე ზურაბიშვილმა გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებული სამეფოს საელჩოში იმყოფებოდა, სადაც სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

„როდესაც ჩვენ თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალ ლიდერს ვემშვიდობებით, დარწმუნებული ვარ, რომ თავდადებითა და პროფესიონალიზმით, მისი უდიდებულესობა მომავალი თაობებისთვის კვლავ მისაბაძი მაგალითი იქნება. ქართველი ხალხის სახელით, მინდა, ჩემი გულითადი თანაგრძნობა გამოვუცხადო სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს ჯანმრთელობის გაუარესების შედეგად გარდაიცვალა. ბუკინგემის სასახლის ინფორმაციით, დედოფალს სექტემბერს ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოს ტერიტორიაზე დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები