საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საუბარი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივით გაიმართა. ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მორიგ სამხედრო გამწვავებასა და დაპირისპირების შედეგად შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდებიან და ვითარება მშვიდობიანი გზით გადაიჭრება.
საქართველოს პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში დეესკალაციისა და მშვიდობისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები