ფაშინიანი: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან 49 სომეხი სამხედრო დაიღუპა
სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის საზღვარზე “აზერბაიჯანული მხარის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 49 ადამიანს შეადგენს”.
ამის შესახებ ფაშინიანმა ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას თქვა, – წერს სომხური მედია.
მისი თქმით, შუაღამისას აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ოთხი მიმართულებით დაიწყეს შეტევა, მოგვიანებით – კიდევ ორი-სამი მიმართულებით.
ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანი ცდილობს, თავისი ქმედებები „სომხური პროვოკაციების“ პასუხად წარმოაჩინოს, მაგრამ ეს ინფორმაცია მცდარია და არ შეესაბამება სიმართლეს.
“დაღუპულთა შესახებ ჯერ არ ვიღებთ ზუსტ ინფორმაციას, არ ვაქვეყნებთ მონაცემებს. უნდა დავაფიქსირო, რომ ჩვენი ჯარი, ჯარისკაცები და ოფიცრები თავდაუზოგავად იბრძოდნენ”, – განაცხადა მან.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საომარი მოქმედებების ინტენსივობა შემცირდა, მაგრამ აზერბაიჯანის შეტევა ერთი-ორი მიმართულებით გრძელდება.