პარლამენტის ბიურომ 20 – 23 სექტემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, განსახილველ საკითხებს „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი დაემატა, რომელზეც პარლამენტი მესამე მოსმენით იმსჯელებს.

განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში აისახა „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონპროექტი, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, რომელსაც პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ.

დეპუტატები პირველი მოსმენით განიხილავენ კანონპროექტს „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. პარლამენტის ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები