ნიკოლ დე მური: მიგრაციის საკითხებში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ქართულ მხარეს და შინაგან საქმეთა მინისტრს
საქართველო სწრაფად ვითარდება. მსურს, ვურჩიო ახალგაზრდებს, რომ განაგრძონ შესაძლებლობების მოძიება თავიანთ ქვეყანაში, – აღნიშნულის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა, ნიკოლ დე მურმა განაცხადა.
ბელგიის მთავრობის წარმომადგენელთან ერთად, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
“საქართველო სწრაფად ვითარდება. მსურს, ვურჩიო ახალგაზრდებს, რომ განაგრძონ შესაძლებლობების მოძიება თავიანთ ქვეყანაში, აქ არსებობს შესაძლებლობები და ბელგიაში ცხოვრება კი ყოველთვის იოლი არ არის.
მინდა, მადლობა გადავუხადო ქართულ მხარეს და მინისტრს მიგრაციის საკითხებში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის,” – განაცხადა თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა, ნიკოლ დე მურმა.