ალექსანდრე დარახველიძე: ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, დროულად განვიხილოთ თავშესაფრის მაძიებელთა თითოეული მოთხოვნა და სწრაფადვე იქნას გაცემული პასუხი, თუმცა, რა თქმა უნდა, ზრდა ამ მიმართულებით არის

ჩვენ მაქსიმალურად დროულად ვცდილობთ, განვიხილოთ თავშესაფრის მაძიებელთა თითოეული მოთხოვნა და სწრაფადვე იქნეს გაცემული პასუხი, თუმცა, რა თქმა უნდა, ზრდა ამ მიმართულებით არის. ამ ეტაპზე, ჩვენ ვუმკლავდებით იმ მოთხოვნებს, რაც არის, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ,  ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანთან თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში – ნიკოლ დე მურთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყნიდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, კონფლიქტებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო პერიოდში.

„თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, კონფლიქტებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მომატებულია განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. რა თქმა უნდა, უკრაინიდან  გვაქვს მომართვების საკმაოდ ზრდა. ასევე, მოგეხსენებათ, რომ ავღანეთში კრიზისი იყო, შესაბამისად, მოიმატა მომართვებმა, აგრეთვე, სხვადასხვა კონფლიქტური რეგიონიდან ცდილობენ მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას და თავშესაფრის მიღებას. გარდა ამისა, სამწუხაროდ, გვაქვს ზრდა თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნების, ძირითადად, აფრიკის ქვეყნებიდან და აზიის გარკვეული სახელმწიფოებიდან“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები