დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტზე – „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით განიხილა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა საკანონმდებლო ცვლილების არსზე ისაუბრა. მისი განმარტებით, წარმოდგენილი კანონპროექტი აყალიბებს საკანონმდებლო ბაზას, რომელიც ქვეყანაში შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე, სატრანსპორტო საშუალებების და მათი შემადგენელი კომპონენტების წარმოებას და ტიპის დამტკიცებას უზრუნველყოფს. კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება ახალი ტერმინები, როგორიცაა „ტიპის დამტკიცება” და „მოწყობილობა, ნაწილი, სისტემა, კომპონენტი და ცალკეული ტექნიკური ერთეული”.

ასევე, განისაზღვრება ტიპის დამტკიცებაზე უფლებამოსილი ორგანო, ხოლო ტიპის დამტკიცების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები