“ხერსონში სიჩუმეა, შესაძლოა – ქარიშხლის წინ” – ხერსონის საოკუპაციო ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

უკრაინელი სამხედროების კონტრშეტევისა და დღითი დღე სულ უფრო მეტი დასახლებული პუნქტის გათავისუფლების მიუხედავად, ხერსონის საოკუპაციო ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კირილ სტრემოუსოვი იმედიანად არის განწყობილი და აცხადებს, რომ არც ხერსონს და არც ხერსონის ოლქს არაფერი ემუქრება, რადგან მათ რუსული არმია იცავს.

თუმცა, ის ასევე ამბობს, რომ ქალაქში სიჩუმეა, მაგრამ შესაძლოა, “ქარიშხლის წინ”.

ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა.

„ხერსონის ოლქის მთელ პერიმეტრზე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ თავდაცვის ხაზები ააგო, ქალაქ ხერსონსა და ხერსონის რეგიონს არაფერი ემუქრება. ქალაქ ხერსონში სიმშვიდეა, არ არის პანიკა,“ – წერს სტრემუსოვი.

მისი აზრით, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის რაიონზე შეტევა ჩააგდეს.

„არავინ არ გვიტევს, მეტიც, არავინ არავის არ იპყრობს. ნაცისტებმა ხერსონზე და ხერსონის რაიონზე შეტევა ვერ შეძლეს. დღეს სიჩუმეა. შესაძლოა, სიჩუმე ქარიშხლის წინ, მაგრამ მზად ვართ, ბოლომდე დავდგეთ და არავინ აპირებს ჩვენი რუსული ქალაქის ხერსონის ვინმეს გადაცემას“, – წერს სტრემუსოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები