მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა

დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებსა და ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარეობისთვის საქართველოს კანდიდატურის პერსპექტივებს.

მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, უსაფრთხოების გამოწვევები და თანამშრომლობის გზები.

მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის და ჩართულობის მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები