ირაკლი კობახიძე – საჯარო სამსახურში სტაჟირების პროგრამა გაიარა შარშან 1 421-მა კურსდამთავრებულმა, აქედან სტაჟირების ხელშეკრულება გაუგრძელდა 492 სტაჟიორს, ხოლო სისტემაში დასაქმდა 199 პირი, რაც არის 14-პროცენტიანი მაჩვენებელი, ძალიან კარგი შედეგები აქვს ამ პროგრამას

საჯარო სამსახურში სტაჟირების პროგრამა გაიარა შარშან 1 421-მა კურსდამთავრებულმა, აქედან სტაჟირების ხელშეკრულება გაუგრძელდა 492 სტაჟიორს, ხოლო სისტემაში დასაქმდა 199 პირი, რაც არის 14-პროცენტიანი მაჩვენებელი, ძალიან კარგი შედეგები აქვს ამ პროგრამას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, რაც შეეხება ახალგაზრდებისთვის ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ქუთაისში დაგეგმილია ახალგაზრდული ცენტრის შექმნა, ასევე შაორის ბანაკის სრული რეაბილიტაცია, დმანისის არაფორმალური განათლების ცენტრის განახლება და ცხვარიჭამიაში ახალი საბანაკე სივრცის განვითარება.

„რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახალგაზრდობისთვის: ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის შექმნა არის დაგეგმილი და ამისთვის შესაბამისი შენობის მშენებლობა. შაორის ბანაკის სრული რეაბილიტაცია, დმანისის არაფორმალური განათლების ცენტრის განახლება, ცხვარიჭამიაში ახალი საბანაკე სივრცის განვითარება. ძალიან დიდი წარმატებით ჩატარდა „სტუდ-ფესტი 2026″, ამაში იყო ჩართული 20 000-ზე მეტი სტუდენტი და 43 უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მომავალში ახალგაზრდობის მიმართულებით პროგრამების არსებითად გაფართოება და ამაზე განათლების მინისტრთან ერთად აქტიურად ვიმუშავებთ,”- აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები