გიორგი გაბუნია – ოპოზიციის ალიანსზე: ეს ალიანსი თავიდანვე განწირული იყო
“ეს ალიანსი თავიდანვე განწირული იყო, “- ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ, ოპოზიციის ალიანსში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს ადამიანები არიან ხელმოცარული, უპრინციპო ოპორტუნისტები, რომლებიც ერთმანეთის ზიზღით უფრო არიან შეპყრობილი, ვიდრე ქვეყნის სიყვარულით და საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის სურვილით და ასევე, სააკაშვილის მიმართ კომპლექსებით. ეს კომპლექსები ვერ გადალახეს მათ და რეალურად იმ წრეზე დადიან, რა წრეზეც დადიოდნენ მაშინ, როდესაც თავის დროზე ხელისუფლებაში იყვნენ და ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება დააზიანეს“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.