რომის პაპმა ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაზარალებულთათვის 100 000 ევროს ოდენობის დახმარება გააგზავნა

რომის პაპმა ლეომ ვენესუელაში ოთხშაბათს ღამით მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაზარალებულთათვის 100 000 ევროს ოდენობის დახმარება გააგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას Vatican News-ი ავრცელებს.

დახმარება პაპმა ქვეყანაში სამოციქულო ნუნციოსთან, მონსინიორ ალბერტო ორტეგა მარტინთან და კარაკასის მთავარეპისკოპოსთან, მონსინიორ რაულ ბიორდ კასტილიოსთან კონსულტაციის შემდეგ გამოყო.

„ყურადღება ვენესუელელი ხალხის საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული და ადგილობრივი ეკლესიის ხელმძღვანელობით, უახლოეს დღეებში მათზე რეაგირება მოხდება“, – იუწყება Vatican News-ი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები