საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარცვლეულის აღების სეზონთან დაკავშირებით კახეთის რეგიონში საველე ოპერაციების შტაბი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, მარცვლეულის აღების სეზონის პერიოდში, მინდვრის ხანძრების პრევენციისა და მათზე სწრაფი რეაგირების მიზნით, საველე ოპერაციების შტაბი გახსნა. ხოლო, სიღნაღის მუნიციპალიტეტში ხანძრების გაჩენის რისკის ეფექტიანად მართვის უზრუნვეყოფის მიზნით, სპეციალური ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება მოხდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყისა და ველის სიახლოვეს, ასევე, არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.
დაკვამლიანების ან ხანძრის შემჩნევის შემთხვევაში კი, მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს.