პროკურორებმა ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებისთვის სამართლებრივ საკითხებზე შეხვედრები გამართეს
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, შაორის და ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკებში, ახალგაზრდებისთვის სამართლებრივ საკითხებზე შეხვედრები გამართეს.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით მოწყობილ ბანაკებში, სხვა შემეცნებით აქტივობებთან ერთად განსაზღვრული იყო სესია სამართლებრივ საკითხებზე, რომლის ფარგლებშიც პროკურორებმა ახალგაზრდებს პროკურატურის საქმიანობის, მისი ფუნქციების და უწყებაში დასაქმების თაობაზე ინფორმაცია გააცნეს. ასევე, პროკურატურის თანამშრომლებმა მონაწილეებთან ერთად კიბერბულინგის და კიბერდანაშაულის პრევენციის საკითხები განიხილეს.
შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რომლის დროსაც ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მოისმინეს.
საქართველოს პროკურატურა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობს.