ირაკლი ქადაგიშვილი: კომპანია, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენა, არ არის სანქცირებულთა სიაში

საქართველოს დადანაშაულება რაიმეში, ეს არის იმ მიზანმიმართული პოლიტიკის გაგრძელება, რომ რამენაირად საქართველო დაზიანებული იყოს, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ელენე ხოშტარიას ბრალდებას, თითქოს, სანქცირებული ავიაკომპანიის თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე გადაკვეთა.

„ეს კომპანია არ არის სანქცირებულ კომპანიათა სიაში, ამიტომ, ის ახორციელებს ფრენებს საერთაშორისო მასშტაბით. მეორე – საქართველოს სივრცეზე თვითმფრინავის გადაფრენა არის არა მარტო ეროვნული რეგულატორის ნებართვა, არამედ ეს არის საერთაშორისო რეგულატორის ნებართვაც და ამ გადაფრენაზე ნებართვა გასცა არამარტო საქართველოს ნავიგაციის სამსახურმა, არამედ იკაოს კონტროლის შესაბამისმა სამსახურმა. აქედან გამომდინარე, ეს არის შეთანხმებული და ღია პროცედურა. ამიტომ, საქართველოს დადანაშაულება რაიმეში, ეს არის იმ მიზანმიმართული პოლიტიკის გაგრძელება, რომ რამენაირად საქართველო დაზიანებული იყოს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები