რუსეთმა უკრაინის მოქალაქეებისთვის შესაძლოა, სავიზო რეჟიმი დააწესოს – მოყვანილია საქართველოს მაგალითი

რუსეთი უკრაინის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობას განიხილავს, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ.

„ამ საკითხს სხვადასხვა დეპარტამენტთან განვიხილავთ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მთელი რიგი ფაქტორები, მათ შორის, ჰუმანიტარული. ჩვენ არ გვინდა, გავართულოთ უკრაინის იმ მოქალაქეების ცხოვრება, რომლებსაც სურთ ქვეყნის ან ომის ზონის დატოვება და რუსეთში მოხვედრა. მათთვის ვიზის აღება ძალიან რთული პროცესი იქნება, განსაკუთრებით – დღევანდელ ვითარებაში, როდესაც კიევში საელჩოც კი არ გვაქვს“, – განაცხადა მან.

რუდენკომ დასძინა, რომ დიპლომატიურ პრაქტიკაში ამ საკითხში ასიმეტრიული რეაქციების მაგალითები არსებობს.

“ვთქვათ, საქართველოსთან გვაქვს სავიზო რეჟიმი, მაგრამ საქართველო რუსებისთვის სავიზო რეჟიმს არ იყენებს… ამიტომ, ეს პრაქტიკაში ხდება და არ არის აუცილებელი, რომ სარკისებური ასახვა იყოს.  პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, თუ რატომ უნდა გავისროლოთ ფეხში. ჩვენთვის მომგებიანია, რომ ხალხი ჩვენთან ჩამოვიდეს, დაინახონ, თუ რა ხდება”, – თქვა მან.

1-ელ ივლისს უკრაინამ რუსებისთვის სავიზო რეჟიმი შემოიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები