თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 11 788 873 ტონა შეადგინა

2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 11 788 873 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის მონაცემებზე 27%-ით ნაკლებია, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 11 502 897ტონა, 2020 წელს – 11 009 001 ტონა, ხოლო 2019 წელს – 16 139 060 ტონა ტვირთნაკადი გაატარა, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები