საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შესახებ” კანონპროექტს მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა კანონპროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილების შეტანის თაობაზე მესამე მოსმენით განიხილა.

პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილებები სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესის შემოღებას ითვალისწინებს. მომხსენებლის, პარლამენტის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მეორე მოსმენის შემდეგ პროექტში მცირე რედაქციული კორექტივები შევიდა, რომელიც კომიტეტმა მიზანშეწონილად ჩათვალა და საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები