გიორგი კახიანი: ოპოზიცია ამბობს, რომ სახალხო დამცველის არჩევის წესზე ცვლილებებს პოლიტიკურად არ უჭერენ მხარს – ეს არის აბსურდული, არაადეკვატური და არათანმიმდევრული ნაბიჯები მათი მხრიდან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი კახიანი ოპოზიციის ნაწილის განცხადებას, რომ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს მხარს პოლიტიკურად აღარ უჭერენ, “აბსურდულსა და არაადეკვატურს” უწოდებს.

როგორც კახიანმა აღნიშნა, ოპოზიციამ კანონპროექტს პირველი მოსმენის დროს მხარი დაუჭირა, უფრო მეტიც, მეორე მოსმენის დროს კომიტეტზე მხარი დაუჭირეს, თუმცა, სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ, მათ პოზიცია შეიცვალეს.

„სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ, ოპოზიციამ ცვლილებებს მხარი აღარ დაუჭირა. ალბათ, ეს არის ის მცდელობა, რომ ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც ხელისუფლების მხრიდან სრულდება, ისე წარმოაჩინონ, თითქოს, ბოლომდე არ არის შესრულებული და უნდათ, გარკვეული ჩრდილი მიადგეს ამ პროცესს. ეს იქნება უსუსური მცდელობა, რადგან კანონპროექტი სრულიად გამართულია და ოპოზიციას კითხვებიც კი არ რჩება. ისინი ამბობენ, რომ ცვლილებებს მხარს პოლიტიკურად არ უჭერენ და არა იმიტომ, რომ კანონთან დაკავშირებით კითხვები აქვთ, ეს არის აბსურდული, არაადეკვატური და არათანმიმდევრული ნაბიჯები მათი მხრიდან“, – განაცხადა კახიანმა.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ლელომ“ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი აღარ დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები