მეფედ კურთხევის შემდეგ, ჩარლზს კარლ III-ის სახელი მიენიჭება

ბრიტანეთის დედოფლის ვაჟი ჩარლზი, მონარქად კურთხევის შემდეგ, კარლ III გახდება.

ელისაბედ მეორეს 70-წლიანი მეფობის შემდეგ, ტახტზე მისი ვაჟი, ჩარლზი იქნება კურთხეული.

თუმცა, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ისტორიას ახსოვს შემთხვევები, როდესაც მონარქი კურთხევის შემდეგ სხვა სახელს ირჩევდა.

მაგალითად, დედოფალი ვიქტორია თავდაპირველად ალექსანდრინე ვიქტორიად მონათლეს, მაგრამ მან სხვა სამეფო სახელი აირჩია.

პრაქტიკა მისმა ვაჟმა გააგრძელა, პრინცმა ალბერტ ედუარდმა – მან 1901 წელს ედუარდ VII-ის მანტია მიიღო.

ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში შოტლანდიის სასახლეში 8 სექტემბერს გარდაიცვალა.

ბრიტანეთში 10-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები