“ზოგიერთი კი ისევ თბილ კაბინეტშიც კი ზის და ამ დროს კანდელაკს უნდა უბრახუნოთ თავში”?
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ოპოზიციური პარტიის დეპუტატის გიორგი კანდელაკის ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. კვაჭანტირაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრზე თავდასხმას გმობს. “ვიცი ბევრს არ მოეწონება რასაც ვიტყვი, მაგრამ მართლა დაუშვებლად ვთვლი ქუჩაში ფიზიკურ ანგარიშსწორებას. დამნაშავეც რომ იყოს – დაუშვებელია. ნამდვილი დამნაშავეები ჯერ კიდევ გარეთ დადიან, ზოგიერთი კი ისევ თბილ კაბინეტშიც კი ზის და ამ დროს კანდელაკს უნდა უბრახუნოთ თავში? რატომ?, რისთვის? ხშირად, მეც ნერვები მეშლება მისი ტყუილების და ცილისწამებების გამო, მაგრამ დანაშაული მას მაინც არა აქვს ჩადენილი. მას უბრალოდ მიაჩნია, რომ ასეთი უნდა იყოს და მხოლოდ ამისთვის მისი ცემა დაუშვებელია. ემოციები ყველაში ჭარბობს, ჩემშიც…მაგრამ , მირჩევნია გულით ვაგინო ვინმეს, ვიდრე საცემად მივვარდე, თუმცა, ხშირად გინებაც ცემაში გადაიზრდება…. ასე რომ, ყველას აჯობებს თავშეკავება, მითუმეტეს, რომ ცემა დანაშაულია. ცემას გამართლება არა აქვს. დაიჯერეთ ეს!! ნუ შექმნით ასეთი ხალხისგან “წამებულ რაინდებს” !!! ვგმობ ყველანაირ ცემა-ტყეპას და ვთვლი, რომ თავდამსხმელმა სათანადოდ უნდა აგოს პასუხი, ვინც არ უნდა იყოს იგი”, – წერს ფეისბუქზე კვაჭანტირაძე.