გენერალი მარკ მილი: ჯერჯერობით უკრაინაში რუსეთის სტრატეგიული მიზნები დამარცხებულია

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ ჯერჯერობით უკრაინაში რუსეთის სტრატეგიული მიზნები დამარცხებულია. ამის შესახებ CNN-ი წერს.

„უკრაინელებმა აჩვენეს უმაღლესი ტაქტიკური უნარები და გამოავლინეს ნება, იბრძოლონ, იბრძოლონ საკუთარი ქვეყნისთვის, იბრძოლონ თავიანთი თავისუფლებისთვის“, – აღნიშნა მილიმ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, რუსების ოპერატიული მიზნები არ აღმოჩნდა წარმატებული.

„მათ ვერ დაიპყრეს მთლიანად დონბასი და მხოლოდ გადალახეს მდინარე დნიპრო სამხრეთით, ხერსონის მიდამოებში“, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ნაადრევია უკრაინის ახლად დაწყებული შეტევის სრულად შეფასება, „უკრაინა ეფექტურად იყენებს ცეცხლს სახმელეთო მანევრების ფორმირებისთვის“.

გენერლის თქმით, ხერსონის მახლობლად უკრაინული ძალების პროგრესი იყო „სტაბილური“ და „განზრახული“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები