არჩილ თალაკვაძე – “მოსმენების შესახებ” კანონში ცვლილებებზე: არაფერი ანტიევროპული კანონმდებლობაში არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე “მოსმენების შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არაფერი ანტიევროპული, ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო კანონმდებლობაში არ არის.

„როგორ გვაშორებს კანონი რაიმეს, როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა იურიდიულმა ექსპერტულმა ორგანიზაციამ – ვენეციის კომისიამ არცერთი სამართლებრივი კონტრარგუმენტი არ გამოუგზავნა პარლამენტს, როდესაც პრეზიდენტის ვეტოში არცერთი სამართლებრივი არგუმენტი არ იყო წარმოდგენილი, თუ რას „აშავებს“, „რას აფუჭებს“ ეს კანონი, თუ ჩვენ გვაქვს არგუმენტები, რომ ცვლილებები მოხდა საზოგადოებისთვის იმ ძალიან სახიფათო დანაშაულების კატეგორიებთან მიმართებით, რომლებზეც დასავლეთის სახელმწიფოებში კონტროლი ყოველთვის არის მკაცრი და ეფექტური. ჩვენ განვახორციელეთ ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ ამ მიმართულებით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის საელჩომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში არ არის.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები