არჩილ თალაკვაძე: სანქციებს აზრი აქვს მაშინ, როცა ის სამართლიანია

“როცა ვხედავთ, რომ უკრაინაში ცალკეული პოლიტიკური პირები ეხმაურებიან იმას, რასაც აქ ამბობს “ნაციონალური მოძრაობა”, რა თქმა უნდა, ვრწმუნდებით, რომ სანქციებზე საუბრის უკან დგას პირადი და ვიწროპოლიტიკური მიზნები “ნაციონალური მოძრაობის” და მათი მოკავშირეების”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციებს აზრი აქვს მაშინ, როცა ის სამართლიანია.

“სანქციებს აზრი აქვს მაშინ, როცა ის სამართლიანია, გუშინ მოვისმინეთ ქალბატონ დეკანოიძის აღიარება, რომ სანქციებზე „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს და ეს მათი უპირველესი ამოცანაა, როცა ვხედავთ, რომ უკრაინაში ცალკეული პოლიტიკური პირები ეხმაურებიან იმას, რასაც აქ ამბობს “ნაციონალური მოძრაობა”, რა თქმა უნდა, ვრწმუნდებით, რომ სანქციებზე საუბრის უკან დგას პირადი და ვიწროპოლიტიკური მიზნები “ნაციონალური მოძრაობის” და მათი მოკავშირეების. რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს და იმ სიას, რომელშიც რამდენიმე ადამიანს აქვს აშშ-ის და ბრიტანეთის მოქალაქეობა, მინდა გითხრათ, რომ სანქციების განხილვა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით გახლავთ აბსოლუტურად უსამართლო, რადგან სწორედ მისი ლიდერობით ქვეყანაში შეიცვალა ძალადობრივი რეჟიმი, გაუმჯობესდა ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა, ბიზნესი გახდა თავისუფალი და 4-ის ნაცვლად 20 ტელევიზია მაუწყებლობს, დემოკრატიის ნებისმიერი მიმართულებით გვაქვს არსებითი პროგრესი და ეს აშშ-ის და ევროკავშირის სახელმწიფო ანგარიშებში იყო არაერთხელ შეფასებული, შესაბამისად, თუ ვინმე განიხილავს სანქციებს, პირველ ყოვლისა, მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, განცხადებები კი არ უნდა აკეთოს, რომ ეს მათი პარტიული ამოცანაა, სანქციებს აზრი აქვს მაშინ, როცა ის სამართლიანია, ამ შემთხვევაში სპეკულატიურად და უსამართლოდ მიდის საუბარი სანქციებთან დაკავშირებით”, – განაცხადა

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები