დედოფალ ელიზაბეტ II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა
დიდი ბრიტანეთის 96 წლის დედოფალ ელიზაბეტ II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მედიკოსების შეშფოთებას იწვევს, ექიმები მას მეთვალყურეობის ქვეშ დარჩენას ურჩევენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ბუკინგემის სასახლის პრესსამსახური ავრცელებს.
”დედოფალი თავს კარგად გრძნობს და იმყოფება ბალმორალში”, – ნათქვამია განცხადებაში.
მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დედოფლის ვაჟი, ჩარლზი და შვილიშვილი – პრინცი უილიამი შოტლანდიაში ბალმორალის სასახლეში გაემგზავრნენ, სადაც ამჟამად დედოფალი იმყოფება.
7 სექტემბერს სამეფო პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ, ექიმების რჩევით, სამეფო საიდუმლო საბჭოს სხდომა გადაიდო.
6 სექტემბერს ელიზაბეტ II-მ შოტლანდიურ სასახლეში ბორის ჯონსონის გადადგომა მიიღო, შემდგომ კი მის შემცვლელად არჩეულ ლიზ ტრასთან აუდიენცია გამართა.
ახალი პრემიერმინისტრის დანიშვნა ბუკინგემის სასახლის ნაცვლად ბალმორალში მოხდა, რადგან ექიმებმა შოტლანდიაში მყოფ დედოფალს აგვისტოს ბოლოს ურჩიეს, თავი შეიკავოს ხანგრძლივი მოგზაურობისგან.
ლიზ ტრასმა დედოფალთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ბრიტანელები ფიქრებით ახლა ელიზაბეტ II-სა და მის ოჯახთან არიან.