ინდონეზია მზად არის, G20-ის სამიტის ფარგლებში, ზელენსკისა და პუტინის შეხვედრას შეუწყოს ხელი
ჯაკარტა მზად არის, G20-ის სამიტის ფარგლებში, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზებაში მიიღოს მონაწილეობა.
ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში ინდონეზიის ელჩმა, ხოსე ტავერესმა თქვა და დასძინა, რომ “ეს მოლაპარაკებებისთვის შესანიშნავი შანსი იქნებოდა”.
“კარგი იქნებოდა – პლატფორმა არსებობს. თუ ისინი გამოიყენებდნენ ამ პლატფორმას, შესანიშნავი იქნებოდა და ინდონეზია მზად არის, დაეხმაროს ამ საკითხში”, – განაცხადა ელჩმა.
დიპლომატმა სინანული გამოთქვა, რომ “ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე ხნის წინ შეწყდა”.
“მაგრამ ინდონეზია მხარს უჭერს თურქეთის ძალისხმევას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თუ ისინი სურვილს გამოთქვამენ, თუ მოუნდებათ – G20-ის სამიტის ადგილი შეხვედრისთვის გამოიყენონ, რატომაც არა? ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა”, – განაცხადა ელჩმა.