მელიტოპოლში მოძრაობის – “ჩვენ რუსეთთან ვართ“ შტაბი ააფეთქეს, რომელშიც ე.წ. რეფერენდუმისთვის მზადება მიმდინარეობდა
ზაპოროჟიის ოლქის ქალაქ მელიტოპოლში, რომელიც რუსეთის ჯარების მიერ არის დროებით ოკუპირებული, მოძრაობის – “ჩვენ რუსეთთან ვართ” შტაბში აფეთქება მოხდა.
მოძრაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმებს ამზადებს.
ამის შესახებ რუსეთის მიერ კონტროლირებადი ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ როგოვმა განაცხადა.
მისი თქმით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. როგოვმა მომხდარს “ტერაქტი” უწოდა და მის ორგანიზებაში უკრაინა დაადანაშაულა.
აფეთქებაის ფაქტი ასევე მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა დაადასტურა, რომელიც რუსული ჯარების შესვლის შემდეგ იძულებული გახდა, ქალაქი დაეტოვებინა და იმყოფება უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
მისი თქმით, დაზიანებულ შენობას მან “ერთიანი რუსეთის” შტაბ-ბინა უწოდა.