ტრამპი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დროში მიიღებს
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მალე გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
ამის შესახებ მან ინდურ ტელეარხ NDTV-სთან ინტერვიუში თქვა.
“ყველას უნდა, რომ კენჭისყრაში მივიღო მონაწილეობ. გამოკითხვებში ვლიდერობ, ყველა გამოკითხვაში, როგორც რესპუბლიკელების, ისევე – დემოკრატების. ვფიქრობ, გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მივიღებ და მიმაჩნია, ბევრი ადამიანი იქნება ძალიან ბედნიერი“, – თქვა ტრამპმა.
მანამდე, ტრამპის სიძემ და ყოფილმა მრჩეველმა, ჯარედ კუშნერმა თქვა, რომ ტრამპი განიხილავს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელახლა კენჭისყრას, რადგან „მისთვის უსიამოვნოა იმის დანახვა, თუ რა ხდება ქვეყანაში“.