გერმანიის იუსტიციის ფედერალური მინისტრი აცხადებს, რომ რატი ბრეგაძესთან ერთად ხელი მოაწერა სამართლებრივი თანამშრომლობის სამუშაო პროგრამას, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია სასჯელაღსრულების კანონზე

გერმანიის იუსტიციის ფედერალური მინისტრი მარკო ბუშმანი აცხადებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან ერთად ხელი მოეწერა სამართლებრივი თანამშრომლობის სამუშაო პროგრამას, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია სასჯელაღსრულების კანონზე.

როგორც ბუშმანი სოციალურ ქსელში წერს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი პრევენცია, რადგან ეს აუცილებელი წინაპირობაა ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომი პროცესისთვის.

„მე და ჩემმა ქართველმა კოლეგამ, ბატონმა რატი ბრეგაძემ ხელი მოვაწერეთ სამართლებრივი თანამშრომლობის სამუშაო პროგრამას. სამუშაო პროგრამაში, რომელიც მოიცავს 2022-დან 2025 წლამდე პერიოდს, ყურადღება გამახვილებულია სასჯელაღსრულების კანონზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი პრევენცია, რადგან ეს აუცილებელი წინაპირობაა ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომი პროცესისთვის. გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) მეშვეობით მოვაწყობთ კონფერენციებს, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებს, ექსპერტებთან საუბრებს და სასწავლო ვიზიტებს ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით. სიხარულით ველით ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას“, – წერს გერმანიის იუსტიციის ფედერალური მინისტრი, მარკო ბუშმანი „ფეისბუქზე“, რომლის შესახებაც ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები