ნინო წილოსანი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: დიდ პატივს ვცემ საელჩოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, აპრიორი ყველა განცხადებას ვთვლი, რომ იყოს ობიექტური

მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ საელჩოს, ელჩს და აშშ-ს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აპრიორი ყველა განცხადებას ვთვლი, რომ იყოს ობიექტური ან მთლიანი სურათის შემცველი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში აშშ-ის საელჩოს მიერ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, კანონის მიღების საჭიროება რეგიონში და საქართველოში მომატებულმა რისკებმა გააჩინა.

„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ საელჩოს, ელჩს და აშშ-ს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აპრიორი ყველა განცხადებას ვთვლი, რომ იყოს ობიექტური ან მთლიანი სურათის შემცველი. ამიტომ, დღეს საზოგადოებას მივაწვდი იმ ინფორმაციას, რომელიც ნამდვილად დაეხმარება, რომ კონკრეტულად ამ კანონთან და ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით შეექმნას შთაბეჭდილება.

აქ არის საუბარი ფარული გამოძიების მექანიზმების გამოყენებაზე, რომელიც ისედაც არსებობდა რიგი მუხლების და რიგი დანაშაულების შემთხვევაში. უბრალოდ მომატებულია რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში საფრთხე და მოდი, შევთანხმდეთ, რომ ყველა საფრთხეზე ვერც სუს-ი, ვერც ჩვენ დეპუტატები და ბევრი ჩვენგანი შეიძლება უშუალოდაც არ ვიცნობდეთ ამ რისკს, რომელიც არსებობს, მაგრამ ეს რისკები ძალიან ბუნებრივია, რომ არსებობს და ამ რისკების უკეთ გადასაზღვევად შემოტანილი იქნა ცვლილება, რომელიც უკვე არსებულ რამდენიმე მუხლთან მიმართებაში, იგივე პრინციპს ფარული საგამოძიებო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით ამატებს კიდევ სხვა მუხლებს.

ვერცერთი პროცესი ვერ დაიწყება სასამართლოს გადაწყვეტილების და ნებართვის გარეშე და თუ სხვა შემთხვევაში, რომელიც ჩემი ოპონენტების მიერ იყო ინიცირებული წინა პერიოდში და სასამართლოს ამ უფლებამოსილებას აძლევდა, რომ უსაფრთხოების მიზნებისთვის მიეცა ფარული საგამოძიებო პროცედურების ჩატარების საშუალება და ეს მოდელი მუშაობდა, მაშინ რამდენიმე დანაშაულის დამატების შემთხვევაში აპრიორი რატომ იგულისხმება, რომ აუცილებლად შენი მოქალაქეების უფლებებს არღვევ და არა პირიქით იცავ მათ უსაფრთხოებას?“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, აშშ-ის საელჩომ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები