პარლამენტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა, საანგარიშო პერიოდში, პანდემიის პირობებში, ინტერნეტ სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნილების გამო სატელეკომუნიკაციო სფეროს სტრატეგიული საჭიროებაზე.

„გაჩნდა ახალი გამოწვევები და ტექნოლოგიების კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარების საჭიროება. ამ გამოწვევას ქართულმა სატელეკომუნიკაციო სექტორმა წარმატებით უპასუხა, რაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ იქნა აღიარებული“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, პანდემიის პირობებში კიდევ უფრო აქტუალური გახდა ინტერნეტის ხარისხის კონტროლი და შესაბამისად კომუნიკაციების კომისია მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებდა ინტერნეტის ხარისხისა და სიჩქარის კონტროლს.

„ჩვენ მიერ შექმნილი, მომხმარებლებზე ორიენტირებული პლატფორმის მნიშვნელობა რომ ძალიან დიდია, ამას 2020 წლის Freedom House-ს ანგარიშიც ადასტურებს, სადაც საქართველო წარმოდგენილია, როგორც საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ პანდემიის დროს ინტერნეტ-თავისუფლების მაჩვენებლები გაიუმჯობესოს“, – აღნიშნა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ.

მან თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა ახალი ტექნოლოგიების და მაღალხარისხიანი მომსახურების მიზნით განხორციელებული საქმიანობის შესახებ, სატარიფო პოლიტიკისა და ჩატარებული სამომხმარებლო სეგმენტის კვლევის თაობაზე. ელექტრონული კომუნიკაციებისა და სამაუწყებლო დარგების განვითარების ტენდენციებზე, ფინანსურ გამჭვირვალობაზე, ბავშვებისა და მოზარდების მავნე ზეგავლენისგან დაცვისა და მედია-წიგნიერების განვითარების ტენდენციებზე და საერთაშორისო თანამშრომლობაზე.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები