ირაკლი კობახიძე: 90-იანი წლებიდან მოყოლებული, პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის მმართველობის პერიოდშიც ომი არ ყოფილა და რომლის პირობებშიც რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა

“საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ზრუნავს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკები განეიტრალდეს და ამისთვის მაქსიმუმს ვაკეთებთ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, “ქართული ოცნება” პირველი ხელისუფლებაა, რომლის მმართველობის პერიოდშიც ომი არ ყოფილა და რომლის პირობებშიც რუსეთს ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონია.

„საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ზრუნავს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკები განეიტრალდეს და ამისთვის მაქსიმუმს ვაკეთებთ. ათი წლის განმავლობაში ომი არ გვქონია და 90-იანი წლებიდან მოყოლებული პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის მმართველობის პერიოდშიც ომი არ ყოფილა და რომლის პირობებშიც რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა. სამწუხაროდ, ერთადერთი პრობლემა ბორდერიზაციაა, რაც ასევე წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული მემკვიდრეობაა, მაგრამ ომი არ ყოფილა, რუსეთს ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონია და ეს არის ჩვენი დამსახურება. როცა საუბარია რუსულ ინტერესებზე, ეს ყველაფერი შედეგებით ფასდება. წინა ხელისუფლების შედეგი რა იყო? ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარეს, მათ შორის სტრატეგიული ობიექტები. ჩვენი ხელისუფლების პერიოდში არ ყოფილა არც ერთი და არც მეორე“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები