ირაკლი კობახიძე – რადიკალურ ოპოზიციაზე: ეს არის უსამშობლო ხალხი, არც სახელმწიფო ადარდებთ, პირიქით, საკუთარ ქვეყანას და ხალხს მტრობენ

ეს არის უსამშობლო ხალხი, არც სახელმწიფო ადარდებთ, პირიქით, სახელმწიფოს, საკუთარ ქვეყანას და ხალხს მტრობენ. აქედან გამომდინარე, პირდაპირ არიან დაინტერესებული იმით, რომ არც ევროინტეგრაცია წავიდეს წინ, არც ქვეყანა – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე – რამდენად სწორია ოპოზიციის მხრიდან პირდაპირ იმის თქმა, რომ არაფერი კეთდება, როცა პროცესი დაწყებულია, სასწორზე დგას სახელმწიფოებრივი საკითხი და ამ პროცესის დისკრედიტაცია ნებისმიერი მხარის მხრიდან საბოლოოდ სახელმწიფოს მომავალზე აისახება.

მისი თქმით, ამის უკან რა დგას, ამაზე საზოგადოებასაც შეუძლია მსჯელობა. ფაქტი ერთია, რომ ისინი საკუთარ ქვეყანას არ ემსახურებიან და პირიქით, დგანან იმ სამსახურში, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს.

„ეს არის უსამშობლო ხალხი, არც სახელმწიფო ადარდებთ და პირიქით, სახელმწიფოს, საკუთარ ქვეყანას და ხალხს მტრობენ. აქედან გამომდინარე, პირდაპირ არიან დაინტერესებული იმით, რომ არც ევროინტეგრაცია წავიდეს წინ, არც ქვეყანა წავიდეს წინ. ამის უკან რა დგას, ამაზე საზოგადოებასაც შეუძლია მსჯელობა და შეიძლება ჩვენც ვისაუბროთ უფრო ფართოდ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ისინი საკუთარ ქვეყანას არ ემსახურებიან და პირიქით, დგანან იმ სამსახურში, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მთავარი შემფასებელი არის ქართული საზოგადოება, საზოგადოება ამას ხედავს, აფასებს და ამის შედეგია, საბოლოოდ, ის, რომ ყველა არჩევნებზე ჩვენ გვაქვს მოსახლეობის ხან 48 ხან 47%-ის მხარდაჭერა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები