ირაკლი კობახიძე: ერთადერთი, რითაც არ დავეხმარეთ უკრაინას, არის ის, რომ არ გავხსენით მეორე ფრონტი

„ჩვენ არაერთხელ გვქონდა საუბარი უკრაინის მხარდაჭერის თემაზე – ერთადერთი, რითაც არ დავეხმარეთ უკრაინას, არის ის, რომ არ გავხსენით მეორე ფრონტი”, –  ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხს ქვეყანაში მეორე ფრონტის არსებობა არ სურს.

„ჩვენ არაერთხელ გვქონდა საუბარი უკრაინის მხარდაჭერის თემაზე. ბოლოს ბრიფინგზე ვთხოვეთ ოპოზიციას, წერილობით წარმოედგინა საკუთარი დამოკიდებულება ამ თემაზე და ეთქვა, რაში უნდა დაგვეჭირა მხარი უკრაინისთვის და რაში არ დავუჭირეთ მხარი. ვერცერთი პასუხი ვერ მივიღეთ ვერავისგან. რატომ? იმიტომ, რომ ერთადერთი, რითაც არ დავეხმარეთ უკრაინას, არის ის, რომ არ გავხსენით მეორე ფრონტი. სხვა ვერაფერი თქვეს. როდესაც ამ პირობებში მაინც გრძელდება მათი რიტორიკა მხარდაჭერის არ აღმოჩენასთან დაკავშირებით, ეს აჩვენებს ერთ რამეს, რაც წამოსცდა გუშინ ხატია დეკანოიძეს, მაგრამ ჩვენი განცდაა, რომ ხალხს არ უნდა, საქართველოში იყოს მეორე ფრონტი“, – აცხადებს კობახიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები