ირაკლი კობახიძე: ქართველ ხალხს ჰკითხონ, სურთ თუ არა მათ, ჩაერთონ საქართველო მეორე ფრონტის სახით ომში და შეგვიძლია, ამ თემაზე​ პლებისციტიც ჩავატაროთ

“ერთ მხარეს არის უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებიც პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ სურთ, იხილონ საქართველო, როგორც მეორე ფრონტი და მეორე მხარე არის იგივე ხატია დეკანოიძე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ ქართველ ხალხს უნდა ჰკითხონ, სურთ თუ არა, საქართველო მეორე ფრონტის სახით ომში ჩაერთოს.

“ერთ მხარეს არის უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებიც პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ სურთ – იხილონ საქართველო, როგორც მეორე ფრონტი და მეორე მხარე არის იგივე ხატია დეკანოიძე, რომელმაც გუშინ აღიარა, რომ საქართველოს უნდა შეესრულებინა ეს ფუნქცია და ყოფილიყო ამ ე.წ. სარტყელის შემადგენელი ნაწილი. სურთ ომი და მეორე ფრონტი საქართველოში, უბრალოდ პირდაპირ არ აბამენ შანტაჟს ამ მეორე ფრონტის თემას. ჯობია, ისინი ღიად გამოვიდნენ და პირდაპირ უთხრან ხალხს, რას ითხოვენ. ქართველ ხალხს ჰკითხონ, სურთ თუ არა მათ ჩაერთოს საქართველო მეორე ფრონტის სახით ომში და შეგვიძლია პლებისციტიც ჩავატაროთ ამ თემაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები