ირაკლი კობახიძე: დაველოდოთ სამი თვის გასვლას და ამის საფუძველზე გააკეთებს ყველა დასკვნას, რამდენად კარგად შესრულდა 12-ვე პუნქტი

“დაველოდოთ სამი თვის გასვლას და ამის საფუძველზე გააკეთებს ყველა დასკვნას, რამდენად კარგად, სწორად, სათანადოდ შესრულდა 12-ვე პუნქტი”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამუშაო პროცესი დეკემბრისთვის დასრულებული იქნება.

„არის 12 პუნქტი და ამ სამუშაო ფორმატებში განხილვის თემაც სწორედ ეს პუნქტებია, რომელიც სხვადასხვა თემას ეხება. ამაზე ვმუშაობთ მთელი თვეების განმავლობაში. პროცესი გრძელდება, დეკემბრისთვის დასრულდება და ევროკავშირში წარვადგენთ შესაბამის ანგარიშს. აბსოლუტურად ყველა თემას უკავშირდება ეს სამუშაო პროცესი, რომელიც კანონით წარიმართება. დაველოდოთ სამი თვის გასვლას და ამის საფუძველზე გააკეთებს ყველა დასკვნას, რამდენად კარგად, სწორად, სათანადოდ შესრულდა 12-ვე პუნქტი“,- აღნიშნა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები