რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

   რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია- ამის შესახებ „კვირას“ შემთხვევიდან სპეციალური კორესპონდენტი ატყობინებს. ამჯამად თბილისი-სენაკის საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და ავტომანქანები შეზღუდვის გარეშე გადაადგილდებიან.
შეგახსენებთ, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, მეწყერმა გზის სავალი ნაწილის ნაწილობრივ შევსება გამოიწვია და მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები