მაია ფანჯიკიძე: საქართველოს არ შეუძლია რუსეთისკენ მიმართულ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდეს

  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს არ შეუძლია ევროკავშირის სანქციებს შეუერთდეს, რადგან ქვეყანა ევროკავშირის წევრი არ არის. ამ განცხადებით პასუხობს საგარეო უწყების ხელმძღვანელი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ხელისუფლებისადმი წაყენებულ მოთხოვნას, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დასავლელი პარტნიორების მიერ დაწესებულ სანქციებს.
“საქართველოს არ შეუძლია ევროკავშირის სანქციებს შეურთდეს, რადგან ქვეყანა ევროკავშირის წევრი არ არის. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ნებისმიერი ღონისძიება, რაც მიმართულია კრიზისის მოგვარებისკენ, არის მისასალმებელი”, – განუცხადა ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები