გიორგი ვოლსკი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებაზე: პროკურატურა იხილავს საკითხს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან

„ეს თანხა შენ გამოიყენო იმისთვის, რომ დააფინანსო რადიკალური ქმედებები, რასაკვირველია არ არის პოლიტიკურ კონტექსტში განსახილველი თემა,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებაზე საუბრისას განაცხადა.

„პროკურატურა იხილავს საკითხს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან და საოცრებაა, რომ ამ თემებში ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაცია. უფრო მეტი საოცრება ის არის, რომ ისინი იმ პოზიციით კი არ გამოდიან, რომ დაასახელონ თავისი პროგრამები, ხარჯები, გამჭვირვალეები იყვნენ ამ მიმართულებით, არამედ პირდაპირ გამოდიან პოლიტიკური ბრალდებებით ისევე, როგორც გამოდიოდნენ ნებისმიერი მიტინგის დროს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებს ყადაღა დაედო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები